elizbar TalakvaZe da Svilebi
Rvinis marani
tradiciuli qarTuli Rvino

ტელ.: 23-06-82

მისამართი: ი. ნიკოლაძის 5ა, თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: info@vino.ge

მასალების კოპირება და გამოყენება აკრძალულია წყაროდ www.Vino.Ge ის მიუთითებლად!

Copyright © შპს ჯეორჯიან თრედიშენს. ყველა უფლებები დაცულია.

Designed by Mtavari.Com Web Design Studio

ქართული მეღვინეობა – ჩვენი ხედვა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საბაზრო ეკონომიკა უკვე 20 წელიწადს ითვლის, ხარისხიანი პროდუქციის დეფიციტი მაინც რჩება. იგივე შეიძლება ითქვას ღვინის  შესახებ, რომლის ხარისხი რუსეთის უზარმაზარი და უკონტროლო ბაზრის არსებობის პირობებში, დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა დაბალი და მხოლოდ  მისი ჩაკეტვის შემდეგ დაიწყო გამოსწორება. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი კვლავ იწარმოება ყოფილ საბჭოთა ან მსგავსი ტიპის ქარხნებში, რომელთა მთავარი ამოცანა                
მთავარი
წარმოებული ღვინის რაოდენობა და ასორტიმენტია და არა მისი ხარისხი. ამის შედეგად სახეზე გვაქვს დასავლელი მეღვინისთვის წარმოუდგენელი სიტუაცია, როცა ქარხანა აწარმოებს 20-30 დასახელების ღვინოს, რომელთა უმრავლესობა არ არის იმ რეგიონის წარმოშობის, სადაც ქარხანაა განლაგებული. ალბათ მეღვინეობაში ჩაუხედავი კაცისთვისაც ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად ბორდოში წარმოებული შაბლი ან ბურგუნდიაში ჩამოსხმული სენტ ემილიონი, მაგრამ მიუხედავათ ამისა, ეს საბჭოთა ტრადიცია გრძელდება და საკმაოდ სიცოცხლოსუნარიანიც აღმოჩნდა. როგორც შედეგი, უხარისხო ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე ნულის დონეზეა და ქართველი ”საბჭოთა” მეღვინეები საბჭოთა რუსეთის ბაზრის გახსნის მოლოდინში              
მთავარი
რჩებიან. ამ სიტუაციიდან გამოსავალი რა თქმა უნდა დასავლური ტიპის მეღვინეობაზე გადასვლაშია, რაც გულისხმობს მხოლოდ რეგიონისათვის დამახასიათებელი ღვინის წარმოებას მევენახის მიერ საკუთარ მამულში საკუთარ მარანში ან მამულთან ახლოს, სხვა მევენახეებთან ერთად კოოპერაციის პირობებში.

მარანი ”ელიზბარ თალაკვაძე და შვილები” სწორედ ასეთი ტიპის მარანია. იგი დაარსდა 2008 წელს სოფელ კარდენახში და განლაგებულია წარაფისა და ახოების ცნობილ ვენახებს შორის, ხევისუბანში.
შეკვეთა