elizbar TalakvaZe da Svilebi
Rvinis marani
tradiciuli qarTuli Rvino

ტელ.: 899-75-75-97; 23-06-82

მისამართი: ი. ნიკოლაძის 5ა, თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: info@vino.ge

მასალების კოპირება და გამოყენება აკრძალულია წყაროდ www.Vino.Ge ის მიუთითებლად!

Copyright © შპს ჯეორჯიან თრედიშენს. ყველა უფლებები დაცულია.

Designed by Mtavari.Com Web Design Studio

ქართული მეღვინეობა – ჩვენი ხედვა
საქართველოში საბაზრო ეკონომიკა უკვე 20 წელიწადს ითვლის, მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის დეფიციტი მაინც საგრძნობია. იგივე შეიძლება ითქვას ღვინის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მისი უდიდესი ნაწილი კვლავ იწარმოება ყოფილ საბჭოთა, ან მსგავსი ტიპის ქარხნებში, რომელთა მთავარი ამოცანა წარმოებული ღვინის რაოდენობა და ასორტიმენტია და არა მისი ხარისხი. ამის შედეგად, სახეზე გვაქვს დასავლელი მეღვინისთვის წარმოუდგენელი სიტუაცია, როცა ქარხანა აწარმოებს 20-30 დასახელების                
მთავარი
ღვინოს, რომელთა უმრავლესობა არ არის იმ რეგიონის წარმოშობის სადაც ქარხანაა განლაგებული. ალბათ მეღვინეობაში ჩაუხედავი კაცისთვისაც ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად, ბორდოში წარმოებული ”შაბლი” ან ბურგუნდიაში ჩამოსხმული ”სენტ-ემილიონი”, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოში ქარხნების მიერ ”ასორტიმენტის შექმნის” საბჭოთა ტრადიცია გრძელდება და.როგორც შედეგი, უხარისხო ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე ნულის დონეზეა, ”ტრადიციების” ერთგული ქართველი ”საბჭოთა” მეღვინეები კი საბჭოთა რუსეთის ბაზრის გახსნის მოლოდინში რჩებიან.
მთავარი
შეიძლება დაიბადოს კითხვა: რა უნდა იყოს ცუდი ქარხნული წესით ღვინის წარმოებაში? პასუხი საკმაოდ მარტივია - თუ ვაღიარებთ, რომ ”ღვინო ვენახში იქმნება” გასაგები ხდება, რომ ქარხანა, რომელიც 5-10 000 ტონა ყურძენს გადაამუშავებს, ღვინის შექმნაში ფაქტიურად აღარ მონაწილეობს, რადგან ვერ აკონტროლებს 500-1000 ჰექტარ ვენახში ყურძნის ხარისხს და მისი მოყვანისა თუ დაკრეფის პირობებს, მით უმეტეს, თუ ყურძენს უბრალოდ იბარებს გლეხებისგან. ამას დაუმატეთ ყურძნის დიდ მანძილზე ტრანსპორტირების დროს ხარისხის დანაკარგები, ტექნოლოგიის დაცვის პრობლემები დიდი ასორტიმენტის არსებობის პირობებში, რომ არაფერი ვთქვათ ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულ ფალსიფიკაციაზე და მიიღებთ სურათს, რომელსაც ”ქართული მეღვინეობა” ჰქვია.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი, რა თქმა უნდა, დასავლური ტიპის მეღვინეობაზე გადასვლაშია (ან, უფრო სწორად, ტრადიციულ მეღვინეობაზე დაბრუნებაში), რაც გულისხმობს მხოლოდ რეგიონისათვის დამახასიათებელი ღვინის წარმოებას მევენახის მიერ საკუთარ მამულში არსებულ მარანში ან მამულთან ახლოს, სხვა მევენახეებთან ერთად კოოპერაციის პირობებში. გლეხი თავად უნდა ყიდდეს თავისი მოსავლიდან დამზადებულ ღვინოს და არ უნდა იყოს დამოკიდებული ქარხანაზე.

საბედნიეროდ, უკანასკნელ ხანს გამოჩნდნენ პატარა მარნები, რომლებიც ღვინოს უმეტესად თავისი მოყვანილი ყურძნისგან ამზადებენ და მათთვის ძირითადი სასმელის ხარისხია. ასეთებია - ”ტყუპების ძველი მარანი” ნაფარეულიდან, ”ხოხბის ცრემლები” სიღნაღის რაიონიდან და სხვა.

მარანი ”ელიზბარ თალაკვაძე და შვილები” სწორედ ასეთი ტიპის მარანია. იგი დაარსდა 2008 წელს სოფელ კარდენახში და განლაგებულია წარაფისა და ახოების ცნობილ ვენახებს შორის, ხევისუბანში.